LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი გაიყიდა

47
ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების მორიგი აუქციონი გამართა და ბაზარზე 5-წლიანი ვადიანობის 90 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი განათავსა.

“2022 წლის 22 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 198 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.950 პროცენტით, მაქსიმალური 9.047 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.992 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში,” – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები