LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახიფათო ვითარება, რომელიც მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, მრავალწლიანი პრობლემებიდან გამომდინარეობს – აშშ-ს საელჩო

150
BeFunky-collage (21)

“სახიფათო ვითარება, რომელიც მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან გამომდინარეობს,” – ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში Facebook-ზე ავრცელებს.

მათი განცხადებით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს. აშშ-ს საელჩო ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

“არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცოტა ხნის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნიკა მელიას დასაკავებლად მივიდნენ. სამართალდამცავებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ და ტერიტორია დატოვეს. ადგილზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გუშინდელ სასამართლო სხდომაზე პატიმრობა შეეფარდა  მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, შსს-ს წარმომადგენები ნიკა მელიას დასაკავებლად მივიდნენ

სამართალდამცავების განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინებაა გაცემული, რომელიც უნდა აღასრულონ.

mazda magti 5g