LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახლში არ მომხდარა, ქუჩაში მოხდა“ – პირი, რომელმაც ფონიჭალაში დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა, 22 წლისაა

577
პოლიცია

პირი, რომელმაც ფონიჭალაში დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა, 22 წლისაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დანაშაულში ბრალდებულის ბებიამ განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევა ქუჩაში მოხდა.

„სახლში არ მომხდარა, ქუჩაში მოხდა. ჩემი შვილიშვილი 22 წლისაა“, – აღნიშნა ბებიამ.

ცნობისთვის, 22 წლის პირის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19/109-მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები