LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკმაოდ სასიხარულო ამბავია “სინოვაკის” ვაქცინით აცრილებისთვის” – რას წერს გიორგი ფხაკაძე

1473
-44-2021-08-27-09-55-53-789053

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სი­ნო­ვა­კით” აც­რი­ლე­ბის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­იას ავ­რცე­ლებს.

წყა­როდ კვლე­ვე­ბი მოჰ­ყავს, რომ­ლის თა­ნახ­მად “სი­ნო­ვა­კით” აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან მხო­ლოდ 0.011% და­ჭირ­დათ რე­ა­ნი­მა­ცია.

გიორგი ფხაკაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

✅საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის.
✅პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები
შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დაჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი ). ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერი უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დაჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).
✅დასკვნა:
?საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო❗️
?საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად- ფაიზერი, დანარჩენებსაც არა უშავს)❗️
?საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ სიკვდილისგან (ფაიზერი – 98.8%, დანარჩენებსაც არა უშავს)❗️
?მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17 ვაქცინიდან არცერთი არ გიცავთ კოვიდისგან 100% -ით. ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი❗️
✅აიცერით დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე აუცილებელია აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველ 10-15 წუთში და იყავით პოზიტიურ განწყობაზე❗️
✅არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული❗️”,- წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები