LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ქათამაძეს ნიუ იორკში შვილი შეეძინა

12216
salome-qatamadze

მომღერალი სალომე ქათამაძე რამდენიმე წელია, აშშ-ში, კერძოდ, ნიუ იორკში ცხოვრობს. მან აქტიურ სასიმღერო კარიერას საქართველოში თავი დაანება და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. სალომემ იქ ყოფნისას გვარიც შეიცვალა და მდივანი გახდა, ასევე იმიჯიც – წონაში საგრძნობლად მომატებულმა სალომემ ნიუ იორკში ცხოვრებისას წინის მნიშვნელოვნად დაკლება მოახერხა და არაჩვეულებრივ ფორმაში იყო.

სალომე აშშ-ში გამგზავრებამდე

2019 წლის 10 მაისს სალომეს შვილი შეეძინა. მას ბიჭი ჰყავს. ახლახან სალომემ შვილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და უამრავი თბილი კომენტარი და მილოცვა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სალომე საქართველოში საკმაოდ პოპულარული იყო. მან ქართული „ახალი ხმა“ მოიგო, სადაც დათო ფორჩხიძის გუნდში იყო, შემდეგ კი იურმალაში „ახალ ტალღაზე“ გამოვიდა, სადაც მეორე ადგილი დაისაკუთრა.

„ფეისბუქზე“ ის ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც მღერის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g