LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის დახვეწილი სტილი „სიქსტეს კაპელაში“ – ფოტოამბავი

11088
სალომე სიქსტეს კაპელა

26 ივნისს, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“ ქართული საგალობლები შეასრულა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისტორიული მომენტის კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ისტორიულ მომენტს ქალიშვილთან ერთად დაესწრო.

პრეზიდენტის დრესკოდმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

„დღეს საქართველოს კულტურისა და ჩვენი ქართული ტრადიციებისათვის ისტორიული საღამოა. „სიქსტეს კაპელაში“ ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება.

„სიქსტეს კაპელაში“ ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება – პრეზიდენტი

მადლობა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, “სიქსტეს კაპელა” რომის პაპის ოფიციალურ რეზიდენციაში – სამოციქულო სასახლეში მდებარეობს.

ისაა ადგილი, სადაც პაპის კონკლავი იმართება. “სიქსტეს კაპელა” მსოფლიოში ცნობილია მიქელანჯელოს ფრესკით ,,განკითხვის დღე”.

ვატიკანში, ქართული საგალობლები, “სიქსტეს კაპელას” შემდეგ, წმინდა პეტრეს ტაძარშიც აჟღერდება. ამის შესახებ ინფორმაცია კულტურის მინისტრმა გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g