LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის დედა, ზეინაბ კედია გარდაიცვალა

1749

სალომე ზურაბიშვილის დედა, ზეინაბ კედია გარდაიცვალა, ამის შესახებ ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

“ქართველი ქალები ყოველთვის იყვნენ ყველაზე გამტანნი …თუ ყოჩაღი! …”
ასე იცხოვრა და ასე წავიდა!

პანაშვიდი კვირას 12 საათზე წმინდა ნინოს პარიზის ქართულ ეკლესიაში,“ – წერს ზურაბიშვილი და ვიდეოსა და ფოტოებს აქვეყნებს.

გასული საუკუნის 20-იანი წლების პირველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი ზეინაბ კედია პარიზში გარდაიცვალა.

კედია პირველი რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების მინისტრის და ნოე რამიშვილის თანამებრძოლის მექი კედიას ქალიშვილი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენლის , ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის, ლევან ზურაბიშვილის მეუღლე იყო.

12717518_10153843085957707_5572348714198540472_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g