LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

262
Untitled design (2)

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე ნანა მახარაძე, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეა და 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილე ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ნანა მალაშხიას ღირსების მედალი საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის, ნანა მახარაძეს კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის გადაეცა.

ფოტოები: 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა

ვიდეო: „9 აპრილი ჩემთვის ამ ღირსეულ ადამიანებთან ასოცირდება… გოგონა შავი დროშით და სიმღერა, რომელიც დაუჩოქებელი ერის ჰიმნად იქცა – მადლობა ჩვენთვის დაღვრილი სისხლისთვის…“ – გელა იზორია

„ახლა მათ დავაჯილდოებთ, მაგრამ ეს ჯილდო პერსონალური არ არის, ეს ეძვნება ყველა იმ ქალს, რომელიც ამ და სხვა პერიოდებში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ეს ორნი არიან ამის სახეები და მათ ვიწვევ აქ“, – განმარტა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g