LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი „მოქალაქეების“ გადაწყვეტილებაზე: ყველა კანდიდატის დასახელება „ოცნებას“ გაუმარტივებს იმას, რომ მათთვის სასურველ კანდიდატს „ლობირება“ გაუწიოს

46

„ყველა კანდიდატის დასახელება „ქართულ ოცნებას“ გაუმარტივებს იმას, რომ „ლობირება“ გაუწიოს მათთვის სასურველ კანდიდატს“, – აღნიშნულის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც იგი გამოეხმაურა „მოქალაქეების“ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად 19-ვე კანდიდატი წარადგინოს.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მათ შორის არიან ისეთები, ვისაც შეიძლება „ქართული ოცნება“ „ლობირებდეს“ და მხარს უჭერდეს. რაც შეეხება უშუალოდ „ლელოს“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, დეპუტატის თქმით, კენჭისყრის დროს მხარს დაუჭერენ იმ კანდიდატებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელდნენ.

კობახიძე: თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლაა, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევას ვერ მოახერხებს, მაგრამ ისინი ასეთი „ტრიუკებით“ გიორგი ბურჯანაძეს დე ფაქტო ომბუდსმენად დატოვებენ, ეს მძიმე მოვლენა იქნება

აღნიშნულ თემაზე საუბრისას კობახიძემ მოქმედ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე ისაუბრა და თქვა, რომ არ გამორიცხავს, ისეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას, ომბუდსმენობის მოვალეობის შემსრულებლად, საკუთარმა პირველმა მოადგილემ ჩაანაცვლოს.

„მათ ძალიან მაღალი შეფასება მიიღეს ასევე იმ წესითაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონა, ამიტომ ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს საკუთარ გადაწყვეტილებაში, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატები იქნებიან საუკეთესო ამ პოსტზე.

რაც შეეხება სხვა ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების გადაწყვეტილებას, ვის დაასახელებენ, ეს არის მათი გადაწყვეტილება. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატებს შორის არიან ისეთი პირები, რომელსაც შეიძლება „ქართული ოცნება“ მალულად ლობირებს და უჭერს მხარს. ის, რომ ყველა იქნება დასახელებული, „ქართული ოცნებას“ გაუმარტივებს იმას, რომ ლობირება მათთვის სასურველ კანდიდატს გაუწიოს.“– განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეები“ სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19-ვე კანდიდატურას წარუდგენს.

სახალხო დამცველის კანდიდატებზე კომისიის შეფასება ცნობილია – ვის აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g