LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი: როცა ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ დასრულებაზე საუბრობს, ის ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ მათ ამ ქვეყანაში არსებობის და ცხოვრების უფლება არა აქვთ

59
სალომე სამადაშვილი

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მოსაზრებით, როდესაც ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე საუბრობს, ის რეალურად ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ მათ ამ ქვეყანაში არსებობისა და ცხოვრების უფლება არა აქვთ.

დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სიძულვილის ენის გარდა, ვერაფერს სთავაზობს.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას დაასრულებს, ის ემუქრება არა ამ პოლიტიკური ძალის ლიდერებს, არამედ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას მხარდაჭერას უცხადებენ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, თუ არ მოვძებნეთ გზა იმისთვის, რომ დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება, პოლიტიკური მართლმსაჯულება, ვერ შევძლებთ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის განცხადება, რომელიც მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ ქვეყნის პოლიტიკური ნიშნით დიფერენციაცია დასრულდეს,“ – დასძინა სამადაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g