თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი, ირაკლი მაჩაიძე სწავლას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (Central European University – CEU) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს.
ქართველმა სტუდენტმა აშშ-ში სწავლის სრული, 290 000 დოლარით, დაფინანსება მოიპოვა
ქართველი სტუდენტის წარმატების შესახებ ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს და წერს, რომ ირაკლი მაჩაიძემ უნივერსიტეტისგან 2-წლიან პროგრამაზე სწავლის სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია მიიღო.
„მისი სწავლისა და კვლევის მიმართულება საერთაშორისო უსაფრთხოება და კონფლიქტები იქნება.
ირაკლი სამაგისტრო პროგრამებზე ევროპის 5-მა უნივერსიტეტმა მიიღო.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) მის მიერ შერჩეული პროგრამა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ავსტრიაში ყველაზე რეიტინგულია, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.
ირაკლი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევრო-ატლანტიკური მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტია“, – წერია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი, ირაკლი მაჩაიძე სწავლას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში…
Posted by თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University on ხუთშაბათი, 01 ივნისი, 2023
ქართველი გოგონა ტარტუს უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
თორნიკე გოლიაძემ ბარსელონაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა