LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტრო დავით ხიდაშელისთვის 104 712 ჰა ტყის გადაცემაზე დოკუმენტებს ასაიდუმლოებს – მწვანე ალტერნატივა

343
ipiccy_image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უარს ამბობს, გაასაჯაროოს სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორისთვის, დავით ხიდაშელისთვის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, – ინფორმაციასა და ოფიციალურ განცხადებას „მწვანე ალტერნატივა“ ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დავით ხიდაშელის კომპანიისათვის სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად სასამართლოსთვის მიმართვას გვირჩევს.

2022 წლის 14 მარტს „მწვანე ალტერნატივამ” მიმართა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ლიცენზიის გაყიდვისათვის აუქციონის გამართვისა და ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების და ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩატარებული  ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

ევტუშენკოვი 30 წელია, არის ჩემი მეგობარი – რას ამბობს დავით ხიდაშელი გავრცელებულ ჩანაწერსა და რაჭაში მისთვის 49 წლით გადაცემულ 104 000 ჰეტარ მიწის ნაკვეთზე

2022 წლის 19 აპრილს მივიღეთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის დროებით ფუნქციების შემსრულებლის თეიმურაზ მთივლიშვილის წერილი, სადაც ბატონი თეიმურაზი აუქციონის გამართვის პროცესის და გაცემული ლიცენზიის პირობებით გათვალისწინებული სიკეთეების შესახებ მოგვითხრობდა. წერილით არ გადმოგვეცა არცერთი ჩვენ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი. ამიტომ, 2022 წლის 29 აპრილს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გარემოს ეროვნული სააგენტოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

2022 წლის 5 მაისს „მწვანე ალტერნატივამ“ მიიღო სამინისტროს წერილი, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი განგვიმარტავს, რომ თურმე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები საჩივრდება სასამართლოში და ჩვენც სასამართლოს უნდა მივმართოთ.

ხოშტარია: დავით ხიდაშელი რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება

საგულისხმოა, რომ მოთხოვნილ დოკუმენტებს შორის არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტები, რომელიც მოთხოვნის გარეშე ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. მიგვაჩნია, რომ ეს არის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისათვის სრულიად უკანონო ბარიერების შექმნის უკიდურესად საგანგაშო პრეცედენტი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „მწვანე ალტერნატივა“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g