LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამივე ხელისუფლება არის უზურპირებული“ – პაატა მანჯგალაძე

163
პაატა მანჯგალაძე

„კიდევ ერთხელ მოხდა „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია. ჩვენ ვამბობდით რომ კლანი, „ქართული ოცნება“, მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი არის ერთი მთლიანობა.რასაც კლანი წარმოადგენს სასამართლოში, იმავეს წარმოადგენს კობახიძე საქართველოს პარლამენტში და და ღარიბაშვილი მთავრობაში. სამივე ხელისუფლება არის უზურპირებული“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პაატა მანჯგალაძემ.

ის რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი ისევ შეუშალა და კვორუმი ჩააგდო, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ ლიდერს არ გაჰკვირვებია.

გადაცემაში „დღის თემა“ პაატა მანჯგალაძემ თქვა, რომ ახლა მმართველი გუნდის მთავარი სურვილია რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატი ვერ მივიდეს პარლამენტში.

„ოცნების ერთადერთი შვება ახლა არის ის, რომ რომელიმე ოპოზიციონერი გახდეს ავად. ვერ მივიდეს პარლამენტში. ამ დროს გამოიტანონ კენჭისყრაზე, დაფიქსირდეს 49 ხმა და თქვან, რომ ოპოზიცია არ იყო მობილიზებული. შეუძლებელია თვეების განმავლობაში 51-ვე დეპუტატის პარლამენტში მობილიზება. რამდენიმე დეპუტატი გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებდნენ და ჩამოვიდნენ სწორედ იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის მხარი დაეჭირათ. რამდენი თვე დაელოდებიან ამ პროცესს?“- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ გადაცემაში „დღის თემა“.

„ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი ისევ შეუშალა და კვორუმი ჩააგდო. მოსამართლეების სოლიდარობის მიზნით უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია დღესაც არ გაიარეს.

“კოლეგებო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს. აქედან გამომდინარე, დღესაც არ გაივლის საპარლამენტო უმრავლესობა რეგისტრაციას”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რეგისტრაცია მხოლოდ 52-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისთვის კი პარლამენტის 76 წევრის დასწრება იყო საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g