LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დასაქმების რეალური შესაძლებლობა: ვაკანსია 2 პოზიციაზე გამოცხადდა

144
4fd6a9ba60979622c631ee75106b62f9

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ვაკანსიას აცხადებს, პოზიცია: ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. სააგენტოს ცნობით, განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 31 ივლისია.

რაც შეეხება ფუნქციებს, ესენია:

– სააგენტოს მართვის სისტემის (ხარისხის, შრომის უსაფრთხოების და ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემები) დანერგვაში მონაწილეობა;

– შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა;

– სააგენტოს ელექტრონული ბიბლიოთეკის მართვა;

– მონაწილეობის მიღება შიდა აუდიტების დაგეგმვის პროცესში;

– შიდა აუდიტების განხორციელება;

– შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებლად დასახული ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგი;

– შიდა აუდიტის შედეგების მონაცემთა ბაზის მართვა;

– მართვის სისტემის შესაბამისობის შეფასებასა და ყოველწლიურ ანალიზში მონაწილეობის მიღება და სხვა.

სრულად, საკონკურსო მოთხოვნების სანახავად და განაცხადის გასაკეთებლად, ეწვიეთ მოცემულ ბმულს: https://bit.ly/3o9gvva

გარდა ამისა, სააგენტო ვაკანსიას კიდევ ერთ პოზიციაზე აცხადებს. ეს არის: გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (მორიგე-ოპერატორი). განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 27.07.2022. ფუნქციები: 24 საათიან რეჟიმში ფრენის ნებართვების გაცემა ცვლის განრიგით გათვალისწინებულ დღეებში; ავიაკომპანიების მიერ ფრენის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შეფასება; ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული და რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის/თანხმობის გაცემა და შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში ასახვა; სანავიგაციო სეზონის მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცებაში მონაწილეობა; საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემაში მონაწილეობა და სხვა.

სრულად, საკონკურსო მოთხოვნების სანახავად და განაცხადის გასაკეთებლად, ეწვიეთ მოცემულ ბმულს: https://bit.ly/3uTp5SI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები