LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროა ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება… დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია: ვიოლა ფონ კრამონი

68
ვიოლა ფონ კრამონი

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ხელი არ მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ძალიან სამწუხაროს“ უწოდებს. მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია.

მივმართავ კოლეგა მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან, კვლავ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, დავივიწყოთ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლებელია, ვკონცენტრირდებოდით – ნიკა მელია

„ძალიან სამწუხაროა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა , რომ ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას.ხელშეკრულება ხელს უწყობს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და უფრო სამართლიანი საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია”, – წერს კრამონი „ტვიტერზე“.

ვწუხვართ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა – ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს განცხადება

“ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს, ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს, ვერ გამომიყვანთო, გამოიყვანეს, ვერ შემიყვანთო, შეიყვანეს” – შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი დესტრუქციული პოლიტიკური პროგრამის მარცხი ფაქტობრივად აღიარა – „ქართული ოცნება“

პოპულარულები