LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, ბათუმის ბულვარში სეირნობის საშუალება არ მომცემია, რომ დავაკვირდე სიტუაციას: გაბუნია

289
თამარ გაბუნია

“სამწუხაროდ, ბათუმის ბულვარში სეირნობის საშუალება მე არ მომცემია, რომ დავაკვირდე იქ რა სიტუაციაა.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რას უკავშირდება ფაქტები, როდესაც კონკრეტული რესტორნები და დაწესებულებები არ ჯარიმდება, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხს შრომის ინსპექცია ამოწმებს და ყველასთვის ერთი სტანდარტია:

“შრომის ინსპექტორი ამას ამოწმებს და ყველასთვის ერთი სტანდარტია. რა გამონაკლისებზე გვაქვს საუბარი, არ ვიცი, ალბათ თქვენ კონკრეტული ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ, თუ მოლოდინი გაქვთ, რომ რეაგირება გვქონდეს, უნდა მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რომელია ეს კლუბი.” – განაცხადა გაბუნიამ.

მან კოვიდრეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

გაბუნიას თქმით, რეგიონებში რთული მდგომარეობაა და არც ვაქცინაციის პროგრამა არ არის აქტიური, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი დაწესებულება მზად არის და დოზები ადგილზეა, რომ მივიდნენ და აიცრან. მისი თქმით, თუ ეს პრცესი არ გააქტიურდება, ძალიან გართულდება ამ სიტუაციიდან გამოსვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები