LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნია: კიბოს პრევენციისთვის, სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს

144
BeFunky-collage (6)

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უდიდესი ნაწილი პაპილომავირუსს უკავშირდება, ეს არის ერთადერთი კიბო, რომლის თავიდან აცილება და საერთოდ ელიმინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის გზით. პაპილომავირუსია ბევრი სხვა სახეობის კიბოს გამომწვევიც, მათ შორის მამაკაცებში, შესაბამისად თანაბრად მნიშვნელოვანია ორივე ჯგუფის აცრა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, კიბოს პრევენციისთვის, სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს,

„აცრის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა და ახალი რეგულაციების მიხედვით, უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან -45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. მომართვიანობა და ინტერესი გაზრდილია, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას მოცირკულირე პაპილომავირუსები მინიმუმამდე შევამციროთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: ახლა არის იდეალური პერიოდი იმისთვის, რომ გრიპზე ავიცრათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები