19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ქუჩურ გარჩევებსა და კრიმინალურ მენტალიტეტს კვლავ მრავალი უდანაშაულო ახალგაზრდის სიცოცხლე ეწირება.

მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს

ნინო ლომჯარიამ შემთხვევის ობიექტურად და დროულად გამოძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი… ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან”, – წერს ნინო ლომჯარია

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი შაქარიშვილის 4-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. გიორგის ოჯახმა, მისი დაკარგის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. იმ დღიდან სამძებრო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობდა, დღეს კი მყვინთავებმა გიორგის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

ჩემი გიო აღარ არის ღმერთო… გიორგი შაქარაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

ნატა კალანდაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05