4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on ორშაბათი, 22 ივნისი, 2020

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. გიორგის პოლიცია და სამაშველო ჯგუფები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ნატა კალანდაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05