LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ივანიშვილს ექნება გავლენა საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები: აფგან მუხთარლი

74
აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებით, მას საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების არ სჯერა. განცხადება მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილს საქართველოზე გავლენა ექნება, მას ობიექტრი გამოძიების იმედი არ აქვს.

აფგან მუხთარლი ამბობს, რომ პროკურატურას ჩვენება ვერ მისცა, რადგან თარჯიმანი არ ჰყავდათ

მუხთარლიმ აზერბაიჯანული ენის 2 თარჯიმანზე თქვა, რომ თარგმანს ვერ უზრუნველყოფდნენ – პროკურატურა

“არ მჯერა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების, რადგან ჩემი გატაცებით, მათ შეასრულეს დაკვეთა აზერბაიჯანული ხელისუფლების. პრემიერ-მინისტრის შეცვლა არ გულისხმობს არსებული ხელისუფლების შეცვლას, შესაბამისად ჩემი გამტაცებელი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში რჩება.  ქართულ ოცნებაში არა ღირებულებების გარშემო, არამედ ერთი მილიარდერის გარშემო არიან შეკრებილი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ, რამდენადაც მას [ივანიშვილს] ექნება გავლენა უშუალოდ საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოვიდა