რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე ახალი სიმღერის სახელზე ვერ თანხმდებიან და მსმენელს სთხოვენ დახმარებას – შესაბამისი გამოკითხვა დუეტი ჯორჯიას ფეიჯზე გამოქვეყნდა. პოსტის კომენტარებში მსმენელმა უნდა აირჩიოს შემოთავაზებული ორი ვარტიანტიდან მისთვის სასურველი.
“მეგობრებო, ჩვენი ახალი სიმღერის სახელის შერჩევაში ვერ ჩამოვყალიბდით, (დავხოცეთ ერთმანეთი) ამიტომ სანამ კიდევ დავიშალეთ, დაგვეხმარეთ…
1️⃣რატის ვერსიაა “დამამახსოვრდი”
2️⃣მაკას ვერსიაა “შემიყვარდი თუ” პ.ს. ველით თქვენს კომენტარებს”- წერია პოსტში.