LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ სააკაშვილი ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, არ უნდა დავიშალოთ: მელია

69
ნიკა მელია

“სანამ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ.” – ასე მიმართა აქციის მონაწილეებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შესულია ენმ-ის ერთ-ერთი წევრი, ეკა ხერხეულიძე, ელოდებიან მის გამოსვლას და მიხეილ სააკაშვილის პოზიციის გაგებას.

მელიას თქმითვე, სწორედ ამის შემდეგ ისაუბრებენ სხვა გეგმებზე:

” ახლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ – ახლა ჩვენი მეგობრები არიან მისულები მიხეილ სააკაშვილთან, ჩვენ უნდა დაველოდოთ მის პასუხს, მე დარწმუნებული ვარ რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი და, რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე რომ ძვირფასია, პირველ რიგში მისთვის, ყველაზე კარგად მან იცის და მისი სიცოცხლე დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობასთან – ესეც კარგად იცის.

მე ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ, მაგრამ ამის შემდეგ სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ.

დავრწმუნდეთ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამის შემდეგ სხვა გეგმებზე ვისაუბრებთ.” – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.

 

magti 5g