LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ხაზთან სასულიერო პირის გატაცებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეების მიერ სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. როგორც უწყებაში “ფორტუნას” განუცხადეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამა დავით დურგლიშვილი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) სოფელ ნიქოზის განაპირას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაში აცხადებენ, მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს.

მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

პოპულალურები