საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. სოფელ ოძისთან აქციის მონაწილეები ახლახანს ჩავიდნენ.
აქცია მდუმარე იქნება. ოჯახი მხოლოდ მცირე მიმართვის გაკეთებას გეგმავს.
აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ და საოკუპაციო ხაზისკენ გაემართნენ.
აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრები, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. მას შემდეგ ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 13 დეკემბერს ექიმის სასამართლო სხდომა გაიმართა. ის ისევ პატიმრობაში დატოვეს.