LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოს კარის თამაშები – ბრძოლა ტრადიციების სახელით

2260
virixezeava

ბოლო დღეების მოვლენათა ქრონოლოგია:

13 ივნისს განცხადებას აკეთებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე (2014-2016 წლებში). “ქართული მარშის” წარმომადგენელი საპატრიარქოს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს პოზიცია დააფიქსირონ თბილისში დაგეგმილ ლგბტქ პრაიდთან დაკავშირებით.

14 ივნისს, საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას პრაიდი. განცხადებაში აღნიშნავს, რომ პრაიდი არეულობის მაპროვოცირებელია.

ამავე დღეს, ლგბტქ პრაიდის ორგანიზატორები აანონსებენ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან და მოუწოდებენ მთავრობას გააკეთონ განცხადება „სად დგას საქართველოს ხელისუფლება.“

იმავე საღამოს, ლევან ვასაძე და სხვა ჰომოფობიური ძალები ლგბტ აქტივისტებს ალყაში აქცევენ და პოლიციას ულტიმატუმების ენით ელაპარაკებიან.

“პატრიოტთა ალიანსის” აქცია, ფოტო – “ტაბულა”


15 ივნისს
 “პატრიოტთა ალიანსი” მართავს აქციას, რომლის მთავარი მიზანი ორგანიზატორების თქმით, უნდა ყოფილიყო დავით გარეჯის საკითხი, თუმცა, აქციაზე გაჟღერდა რუსული პროპაგანდისტული მესიჯები, მათ შორის საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის მოთხოვნა. აქციაზე გამოჩნდა პლაკატები შემდეგი შინაარსის წარწერით – „ვირი ხეზე ავა, ჩვენ ნატოში შევალთ,“ „ერს სჭირდება ერთმორწმუნე რუსეთი“ და ა.შ.

16 ივნისს კი აქციას მართავს ლევან ვასაძე, სადაც პატიჟებს მხოლოდ კაცებს და რომელსაც უერთდება “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელიც. აქციაზე ვასაძე ფორმირებების შექმნას და მათთვის სასურველი წესრიგის დამყარებას აანონსებს.

არასამთავრობო სექტორი ამ მოვლენების ქრონოლოგიაში რუსულ კვალს ხედავს.

ეს ყველაფერი არის რუსეთის მიერ დაგეგმილი მოვლენათა ჯაჭვი, რომლის მიზანიც ისევ და მერამდენედ ქვეყანაში ვნებათაღელვის აგორება და სიტუაციის დესტაბილიზაციაა. მესიჯებიც კი არ იცვლება და იდენტურია.

ამ ფონზე, რას აკეთებს სახელმწიფო? რა გზავნილს აჩვენებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ? რით პასუხობს ამ ულტიმატუმებს ხელისუფლებისა და სამართალდამცავებისადმი?

ამის მიღმა, რატომ და როგორ დაუშვა, რომ მტრული სახელმწიფოს აგენტურა და მათ მიერ გავრცელებული ნარატივები ასე მოძლიერდა? რატომ ყავდა სიძულვილის მფრქვეველი ბრეგაძე თანამდებობაზე? რატომ ახალისებდა ან სათანადო რეაგირება არ ჰქონდა იმავე სიძულვილის ჯგუფის მიერ აგრესიულ ქმედებებზე?

და რაც მთავარია, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? თუ ისევ პრაიდის ორგანიზატორებსშეტენიანპასუხისმგებლობას და თვითონ იტყვიან რომ მომეტებული რისკის გამო, ვერ დაიცავენ ჩაგრულ ჯგუფებს და მათ გამოხატვას?“ – აღნიშნავს “სამართლიანი არჩევნების” აღმსრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

 

საგულისხმოა, რომ კონტრაქციას რომელიც ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ გაიმართა, სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. მეტიც, აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ქორესპისკოპოსმა იაკობმა. მან “ტვ პირველთან” ინტერვიუში ქუჩების გადაკეტვაც დაანონსა და განაცხადა, რომ პრაიდს არავის ჩაატარებინებენ.
საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე თეოლოგი ლევან სუთიძე საინტერესო ანალიზს აკეთებს. როგორც თეოლოგი სოციალურ ქსელში წერს, ანტიგეი ისტერიკა არამარტო ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია, ამავე დროს მას საპატრიარქო არჩევნებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

საქართველოს საპატრიარქო ციანიდის საქმის შემდეგ დაკომპლექტებულია ლევან ვასაძის კლანით: მოსაყდრე შიო მუჯირით, პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძითა (ვასაძის კარის მღვდელიაკიკეთში) და სხვებით.

ამ აგრესიული დუგინისტებისთვის ჰომოსექსუალური აქტი არ არის უბრალოდ ცოდვა, პოლიტიკური, ანტიდასავლური დღის წესრიგია.

მოსაყდრისთვის ეს ანტიგეი ისტერიკა და ანტიდასავლური პროპაგანდა გახლავთ საპატრიარქო არჩევნების მთავარი კამპანიაც. ციანიდის სკანდალის შემდეგ საპატრიარქოში დასჭირდათ ისეთი ფიგურა, ვინც უბრალოდ უკეთესი ჰაბიტუსისა და ლექსიკის იქნებოდა, თორემ მოსაყდრე შიო შინაარსით ქორეპისკოპოსზე ბევრად უარესია.

ქორეპისკოპოსი იაკობი, რომელმაც შიოს მოსაყდრედ გამორჩევის შემდეგ ძალაუფლება მნიშვნელოვანწილად დაკარგა, ამ დროის განმავლობაში მოსაყდრესთან კონკურენციაში ფსონს ხან ამერიკაში და ხან ევროპაში ვიზიტებზე დებდა (ილუზიის შესაქმნელად, რომ პატრონი ჰყავს).

თუმცა, იაკობი მალევე მიხვდა, რომ ადგილზე ამით ძალაუფლებას არათუ ვერ იმყარებსკარგავს კიდეც. საპატრიარქოში მისი ვაშინგტონური ვოიაჟები არავის მოსწონდა, არც პატრიარქს და არც კანცელარიას. მით უმეტეს, ამის არავის ეშინოდა. ჰოდა, გადმოლაგდა ისევ ძველ რელსზე, ამიტომ იმუქრება.

აბსოლუტურად ცხადია და ვასაძისა და საპატრიარქოს ასეთი კოორდინირებული მოქმედება ცხადყოფს, რომ მოსაყდრე შიო საპატრიარქო ტახტზე ასვლას შეეცდება სინოდის წევრებისთვის კუნთების ათამაშებითრამხელა ძალაუფლება აქვს და რისი გატანა შეუძლია.

ამისთვის კბილებით იბრძოლებსუფრო სწორედ, უკანასკნელ კბილამდე, რომელსაც ასე ხუთ წელიწადში ჩამოვუღებთ.

 

.ს. აკეთეთ ახლა ვერელ ჩელოისტ მოსაყდრეზე სიუჟეტები და შეხვდით ხბოს აღტკინებით ამ ბნელების დასავლურ გასეირნებებს“, – წერს ლევან სუთიძე სოციალურ ქსელში.

ზემოთ აღწერილ მოვლენათა ქრონოლოგიას ერთი საინტერესო დეტალი აკლია. ეს აშშ-ს ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაციის მხარდაჭერით გამოწვეული კარასინის განცხადებაა, რომელიც ამბობს, რომ ნატოში საქართველოს დაჩქარებულად მიღება „ჩვენს ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს“ და აშფოთებს, რომ ნატოს სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს. კარასინმა ეს განცხადება 14 ივნისს გააკეთა. ამავე დღეს გაავრცელა საპატრიარქომ ზემოთ აღნიშნული განცხადება, ამავე დღეს დაიძაბა ვითარება მთავრობის ადმინისტრაციასთან, ხოლო მომდევნო დღეს გაიმართა პრორუსული აქცია თავისუფლების მოედანზე. ნეონაცისტური ორგანიზაციების დაფინანსების პირდაპირი წყაროების შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის – „ქართული ნეონაციზმის ანატომია“, თანახმად, ცალკეული ლიდერები პირდაპირ უკავშირდებიან რუსეთის სახელმწიფოს ან ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. მაგალითად, დიმიტრი ლორთქიფანიძე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორია, რომელიც გორჩაკოვის ფონდმა დააფუძნა, გორჩაკოვის ფონდი კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის შექმნილი და რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. მთავრობის ადმინისტრაციასთან და თავისუფლების მოედანზე განვითარებული მოვლენებიც რომ მხოლოდ ჰომოფობიურ ხასიათს არ ატარებდა და ანტიდასავლური და პრორუსული იყო, დარწმუნებილია პოლოტოლოგი გია ნოდიაც.

 „არ ვიცი ეს მოვლენები არის თუ არა კარასინის განცხადებასთან კავშირში. კონკრეტულად კარასინმა როდის რა თქვა, ეს ჩემი აზრით შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ის, რომ მთლიანად ეს კამპანია არის შთაგონებული რუსული პროპაგანდის თემებით და ატარებს ერთი მხრივ ანტიდასავლურ და ანტისახელმწოებრივ ხასიათს. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ კანონი და კონსტიტუცია, რომელიც არის თანასწორობის გარანტი არ აინტერესებთ და თავად არიან კანონი ამ ქვეყანაში.

ეს ხალხი უბრალოდ კი არ ეწინააღმდეგება სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას, არამედ მზად არის უკანონო, ძალადობრივი მეთოდები გამოიყენოს მათ წინააღმდეგ, ასეთი მოწოდებები მოვისმენთ ჩვენ ლევან ვასაძისგან და სხვებისგან, ასეთი ადამიანები ჩვეულებრივ პრორუსული ორიენტაციის არიან და ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის. ამაში მნიშვნელოვანი ლოგიკაა, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ძირითადი თემა არის ის, რომ „დასავლეთი ცდილობს სხვა ქვეყნებში ამორალიზმის დათესვას და გარყვნას და რუსეთი არის ერთადერთი დამცველი და ჩვენ გვინდა ერთმორწმუნე რუსეთი და არა ამერიკა და ევროპა, რადგან მათ მოაქვთ უზნეობა“ – ეს გზავნილი არის რუსეთის პროპაგანდის და ამის დათესვას ცდილობს ეს ჯგუფი საქართველოში“, – აცხადებს „ფორტუნასთან“ გია ნოდია.

პოლიტიკის ექსპერტი აქვე დასავლეთის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკასაც აფასებს და ამბობს, რომ ის ინერციულია, ხოლო პრორუსული ძალების წახალისებით ხელისუფლება წინააღმდეგობაში მოდის მის მიერვე გაცხადებულ კურსთან.

magti 5g