საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ლევან სურგულაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ერთი კვირის წინ სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭო ამ განცხადებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა სურგულაძემ.
სურგულაძის წასვლის მიზეზებზე დეტალურად არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “სხვა გეგმები აქვს”, რასაც მოგვიანებით შევიტყობთ.
როგორც ბრიფინგზე განაცხადა, თუ საბჭო გადაწყვეტს, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანამდებობაზე უნდა დარჩეს, ის გაითვალისწინებს მათ აზრს.
ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა.
შეგახსნეებთ, საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე 5 წლის ვადით ინიშნება.