LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის 49 წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს კენჭი უყარა

81
FORTUNA.GE- (3)

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს განიხილა და კენჭი უყარა საქართველოს პარლამენტის 49 წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

საკონსტიტუციო ორგანომ პარლამენტის წევრებს უფლებამოსილება საკუთარი განცხადებების საფუძველზე შეუწყვიტა.

როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, კომიტეტის აპარატის მიერ შესაბამისი პროცედურების ჩატარების შედეგად, დადგინდა განმცხადებლების ნება, შემოწმდა განცხადებების ნამდვილობა. აქედან გამომდინარე, კომიტეტმა სათითაოდ უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა თითოეული განმცხადებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

ამის შემდეგ, საკითხი განსახილველად გავა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პარლამენტში შევა: “ქართული ოცნების” დეპუტატები ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს ეხმაურებიან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები