LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო დუბაიში ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე წარდგება

85
dubai

8-10 აპრილს, დუბაიში ყოვეწლიური საინვესტიციო ფორუმი (AIM) გაიმართება, სადაც საქართველოს, უკვე მეორედ გამოეყო განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე. სააგენტოს „აწარმოე საქართველოშის“ ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც თავს იყრის, უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები/ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო კლიმატს, შესაძლებლობებსა თუ პროექტებს. სწორედ ამ მიზნით, ფორუმის პირველ დღეს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, პრეზენტაციას გამართავს ქვეყნის საინვეტიციო გარემოსა და პრიორიტეტული სექტორების შესახებ. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს საინფორმაციო სტენდი, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს.

ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოაწარმოე საქართველოშიწარადგენს. სტაბილური ეკონომიკური გარემო, ლიბერალური და თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა, მნიშვნელოვნად გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურები, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და კონკურენტული სამუშაო ძალა სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები