LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ეცდება, კიდევ უფრო მეტი უცხოური ავიაკომპანია დააინტერესოს

83
a6f7e66a6031337001655d616ce68fc7-XL

საქართველო ევროპის საავიაციო ფორუმში მონაწილეობს. 19-21 თებერვალს, თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ევროპის ყოველწლიური საავიაციო ფორუმი CONNECT 2020 იმართება.

რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650 ზე მეტი წარმომადგენელი იღებენ მონაწილეობას. საქართველოდან ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა“ წარმოდგენილი.

,,ფორუმის ფარგლებში ვხვდებით პარტნიორებს, ასევე, ევროპის წამყვან სხვა ავიაკომპანიებს. ვეცდებით, ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ”, – განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები