LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი – შემცირდა

114
1_9Tg7kArcSfBABcK3nVdNHQ

2019 წლის იანვარმაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 466.8 მილიონი აშშ დოლარი იყო (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 492.3 მილიონი აშშ დოლარი (3.6 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მაისში 2 025.5 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები