LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ 164 მლნ დოლარის ღვინო გაყიდა

56
71827591-2304781006500223-5353286854512738304-n

2019 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში განხორციელდა 65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი, რაც 10%-ით აღემატება 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 164 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 16%-ით მეტია.

►ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:

  • აშშ – 60% (533 206 ბოთლი)

  • დიდი ბრიტანეთი – 40% (93 067 ბოთლი),

  • პოლონეთი – 18% (2 905 372 ბოთლი)

  • ჩინეთი – 11% (5 334 939 ბოთლი)

► ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

  • ლიეტუვა – 52% (503 832 ბოთლი)

  • გერმანია – 36% (476 145 ბოთლი),

  • ბელარუსი – 35% (1 606 565 ბოთლი)

  • ისრაელი – 88% (218 921 ბოთლი),

  • ესტონეთი – 19% (499 736 ბოთლი),

  • გერმანია – 12% (344735)

  • ნიდერლანდები – 42% (43260),

  • მოლდოვა – 5717% (411 812 ბოთლი)

  • ნიდერლანდები – 21% (73 078 ბოთლი),

  • ჩეხეთი 102% – (62 700 ბოთლი)

  • შვედეთი – 397% (55 506 ბოთლი)

  • ბულგარეთი – 51% (24 228 ბოთლი)

  • ავსტრალია – 15% (19 636 ბოთლი)

  • კანადა – 2% (121 650 ბოთლი)

9 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 289 კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, საქართველოდან მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 42,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით.

გასული 9 თვის განმავლობაში, მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 473,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 54%-ით მეტი გასული წლის მაჩვენებელთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები