LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აგრესიის მოგერიება მომიწია – მედვედევი კარიერაში ყველაზე რთულ გადაწყვეტილებად აგვისტოს ომს ასახელებს

176
w720h405fill

საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის პრემიერი, დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ მის კარიერაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება 2008 წელს საქართველოს ქმედებებზე რეაგირება და საპენსიო ასაკის გაზრდა იყო. ამის შესახებ მან რუსულ ტელევიზიებთან ინტერვიუში განაცხადა.

“ერთხელ მომიწია გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მხრიდან აგრესიაზე საპასუხოდ. ჯერ კიდევ სახელმწიფოს ძალიან ახალგაზრდა ლიდერი ვიყავი, ეს ძალიან რთული იყო, რადგან თანამდებობის დაკავებიდან ორი თვის შემდეგ მომიწია ასეთი გადაწყვეტილება მიმეღო. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ ეს გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო ”, – განაცხადა რუსეთის მთავრობის მეთაურმა.

10 უცნობი ფოტო აგვისტოს ომიდან: რუსული ტანკები, პატრიარქი და ბორისოვი

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ როგორც მისთვის, ასევე პუტინისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე რთული საპენსიო ასაკის გაზრდის გადაწყვეტილება იყო.

“არავის სურდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, რათა ჩვენი ქვეყანა განვითარებულიყო და ხალხს ნორმალურ პირობებში ეცხოვრა”- ამბობს მედვედევი.

აგვისტოს ომის დაწყებიდან რამდენიმე წელი გავიდა, თუმცა არა რუსეთს, არამედ საქართველოს უწევს ოკუპანტი ქვეყნის აგრესიის მოგერიება. რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს და იტაცებს ხალხს.

11 წელი აგვისტოს ომიდან – გორში ტყვიებით დაცხრილული კედელი გაგოშამ მოხატა (ფოტო)

შეგახსენებთ, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ოკუპანტების ტყვეობაში რჩება  ვაჟა გაფრინდაშვილი. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს. 

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

ის რუსეთს საქართველოს მტრად მიიჩნევს – ე. წ. КГБ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებზე

რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს მისი გათავისუფლება – ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებზე

მამა არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და საზღვარი გადაკვეთა – ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს