LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 უცნობი ფოტო აგვისტოს ომიდან: რუსული ტანკები, პატრიარქი და ბორისოვი

1846
9

„პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურ ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 15 აგვისტოს, პატრიარქის ვიზიტს ნაომარ გორში, ნიქოზსა და შინდისში ასახავს.

ფოტოსურათების ავტორი პატრიარქის სტიქაროსანი, ლევან ჭიქინაშვილია.

ქალაქის შესასვლელში პატრიარქსა და მის თანმხლებ პირებს რუსული არმიის ტანკი დახვდა.

პატრიარქი რუს გენერალს ვიაჩესლავ ბორისოვს შეხვდა. ილია II და მისი თანხმლები პირები ბორისოვთან ერთად  პირველად გორის  საკათედრო ტაძარს ესტუმრნენ.

იქ გადაწყდა, რომ პატრიარქი სოფელ ნიქოზში ყველა თანმხლებთან და ბორისოვთან ერთად გაემგზავრებოდა. 15 აგვისტოს ქალაქის გასასვლელიდან ნიქოზამდე რუსეთის სატანკო ბატალიონი ხვდებოდა.