LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს მისი გათავისუფლება – ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებზე

250
BeFunky-collage (9)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხერხდება.

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს

ექიმზე ფიზიკურ ზეწოლა არ განუხორციელებიათ და მისი ჯანმრთელობის მდგომაროებაც დამაკმაყოფილებელია.

“ბოლო ინფორმაციით, რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს მისი გათავისუფლება. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს “რამდენიმე დღე” იყოს რაც შეიძლება მალე და ბატონი ვაჟა დაუბრუნდეს მის არაჩვეულებრივ ოჯახს, ქალბატონ თამილას და ქალიშვილებს, ასევე მის მაღალ პროფესიულ საქმიანობას, ჰიპოკრატეს ფიცის, ადამიანურობის, ღირსების და გამორჩეული მოქალაქეობრივი პრინციპების ერთგულებით, რითაც არაერთ პაციენტს უმკურნალა ამ წლების განმავლობაში, მათ შორის ოსსა და აფხაზს.

დღეს და წლებია ოკუპაციის და საოკუპაციო პოლიტიკის გამო მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ათასობით ადამიანი, დევნილები, მავთულხლართებს პირას მცხოვრებნი თუ მავთუხლართებს მიღმა იზოლირებულნი. დღეს ვაჟა ექიმი არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის და მასთან გამკლავების აუცილებლობის!” – წერს ქეთევან ციხელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g