LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ავიაბაზარს Flyadeal უბრუნდება – როდიდან განახლდება ფრენები 

159
flyadeal

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზარს საუდის არაბეთის ავიაკომპანია flyadeal უბრუნდება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, გასული წლის მსგავსად, flyadeal მიმდინარე წელსაც თბილისის მიმართულებით ფრენებს რიადიდან, ჯედადან და დამამიდან განახორციელებს.

TAV Georgia-ში არსებულ განრიგზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ flyadeal ფრენებს ​ივნისიდან შემდეგი სიხშირეებით განაახლებს: რიადი-თბილისი-რიადი კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა კვირაში 3 სიხშირე და დამამი-თბილისი-დამამი კვირაში 2 სიხშირე.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ავიაკომპანია flyadeal საქართველოს ავიაბაზარზე გასულ წელს შემოვიდა და ფრენებს მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ახორციელებდა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia. ავიაკომპანიამ ოპერირება 2017 წელს შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა.

 

წყარო: avianews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები