LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს და უკრაინას აქვს საერთო ევროპული მისწრაფებები და გამოწვევები: გიორგი გახარიას თანამდებობაზე დანიშვნა დენის შმიგალმა მიულოცა

74
FORTUNA.GE- (3)

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა უკრანის პრემიერ მინისტრმაც მიულოცა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გახარიასა და დენის შმიგალს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

უკრაინის პრემიერმა გიორგი გახარიას წარმატებები უსურვა და გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

საუბრის დროს მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ საერთო ევროპული მისწრაფებები, ისევე, როგორც გამოწვევები და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ორივე სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის.

გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობაზე ხელახალი დანიშვნა ასევე მიულოცეს გერმანიის კანცლერმა და სლოვაკეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა.

ნახეთ, უფრო ვრცლად:

გიდასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი: სლოვაკეთის პრემიერი გიორგი გახარიას მისალოც წერილს უგზავნის

დიდი გამოწვევების პერიოდში გისურვებთ ძალას თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებისთვის: ანგელა მერკელი გიორგი გახარიას თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

დარწმუნებული ვარ, თქვენი უბადლო ხელძღვანელობით კიდევ უფრო განვავითარებთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობებს: ესტონეთის პრემიერი გიორგი გახარიას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები