LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია” – ავსტრიის ფედერალური კანცლერი

130
დ (9)

ავსტრიის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია. ეს განცხადება კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი დიპლომატიური ურთიერთობების ტრადიცია გვაქვს. უკვე 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია. საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. არსებობს ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა.

"საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია... მზად ვართ მხარში ამოგიდგეთ" - ავსტრიის კანცლერი

"ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში, როცა ევროკავშირის წევრობის სტატუსი გვქონდა და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი".

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე, როდესაც ვსაუბრობთ ენერგეტიკის მიმართულებაზე, ამ მხრივ საქართველო ძალზედ საინტერესო პარტნიორია ავსტრიული კომპანიებისთვის. მაგალითისთვის, არსებობს Rauf-სა და Healthy Water-ს შორის თანამშრომლობა, რომელსაც ერთგვარი „ნოუ ჰაუ“ შემოაქვს ქვეყანაში და საქართველოში ერთობლივად ხდება შთამბეჭდავი წარმატების მიღწევა“, – განაცხადა ნეჰამერმა.

მისივე თქმით, საქართველოსთან პროდუქტიული თანამშრომლობა ავსტრიისთვის მნიშვნელოვანია.

“ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ გასული წლის ივლისში შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი შეხვედრა უფრო ადრე პერიოდისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა არ გამოვიდა და ამჯერად, ძალიან მიხარია, რომ შევძელით შეხვედრა, რადგან ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროდუქტიული თანამშრომლობა”, – აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.

ამავე თემაზე: “მსოფლიოში ბიზნესის კეთების მიმართულებით მეშვიდე ადგილზე ვართ” – ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერს შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები