საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადვიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის “კოვიდ 19″-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს.” – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
პრემიერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის თვითიზილაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
აღნიშნული ფოტო, რომელიც 3 აპრილს პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, ფოლკლორისტ ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზეა გადაღებული.