LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რამდენი მოქალაქე რჩება ნანგრევებში – თურქეთში საქართველოს ელჩის უახლესი მონაცემები

211
BeFunky-collage - 2023-02-08T230444.886

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში, გიორგი ჯანჯღავა “ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ ამ დროისთვის ნანგრევებში საქართველოს 2 მოქალაქეს ეძებენ.

მისივე თქმით, ყოველწუთიერად იცვლება მონაცემები და ყოველდღიურად ათასზე მეტი ზარი შედის.

“მთავრობისა და სამინისტროს დავალებით ჩვენ შევქმენით საგანგებო შტაბი, ვმუშაობთ 24 საათიან რეჟიმში. შტაბი საელჩოშია განლაგებული, წარმოგიდგენიათ რამხელა ზარალი მიადგა თურქეთს და რა პრობლემების წინაშე დავდექით.

ორივე გენერალურ საკონსულოსთან ვართ კოორდინაციაში, ვცდილობთ მაქსიმალურად დავადგინოთ ჩვენი მოქალაქეების ადგილსამყოფელი, რაც ყველაზე სამწუხაროა, გარდაცვლილ მოქალაქეებთან მიმართებაში უკვე შემდგომში ქმედებები განვახორციელოთ, ჩავერთოთ ჩვენი მოქალაქეების გადმოსვენებაში, მაგრამ ამასთან დავძენდი, რომ ჩვენ გვყავდა 2 მოქალაქე გარდაცვლილი, დღეს მესამე დადასტურდა. მართალია, ეს დასტური მხოლოდ არის ოჯახიდან მიღებული ინფორმაცია, პროზექტურაში არც ერთი არ არის გადაყვანილი.

100-ზე მეტი მოქალაქის ადგილსამყოფელი, ვინც დაკარგული იყო, დავადგინეთ, იყო პრობლემატური მოქალაქეებიც და ახლა რჩება 2 მოქალაქე, რომელიც არის ნანგრევებში. ყოველწუთიერად იცვლება მონაცემები, ჩვენ შემოგვდის ასეულობით ზარი, ათასზე მეტი ზარი შემოვიდა.

პირველივე დღიდან დავაანონსეთ და სამინისტროსთან კოორდინაციაში ვაკეთებთ ამას, რომ რაც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობ, უფრო მეტი ქმედითობა გაგვაჩნია ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაადვილოთ მოქალაქეებთან კომუნიკაცია”, – განაცხადა ელჩმა “ღამის კურიერის” ეთერში.

ცნობისათვის, 4 თებერვლის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში მომხდარი რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 11 000-ს გადააჭარბა.

განახლებული ინფორმაციით,

მიწისძვრას ემსხვერპლა თურქეთის, სულ მცირე, 8 574 მოქალაქე. 2 530 ადამიანი დაიღუპა სირიაში.

ამავე თემაზე: 

„გულაჩუყებული და ამაყი ვარ ჩემი ხალხით…ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად“ – საქართველოში თურქეთის საელჩოს თანამშრომელი

„ქართველებო! ვიცით გარკვეული ალბათობით, სად შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ როდის, არ ვიცით!” – რა მიმართვას ავრცელებს სეისმოლოგი

„ნანგრევებში მოყოლილი ჩვენი 2 მოქალაქე ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ“ – საქართველოს ელჩი თურქეთში ბოლო ცნობებით

საქართველო თურქეთში მაშველების დამატებით ჯგუფს აგზავნის

თურქეთის საელჩო აქვეყნებს მისამართებს, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრისას დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ

„10 წუთში ერთხელ საშინელი ბიძგებია, ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხალხს გარეთ სძინავს“ – რას აცხადებენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

mazda magti 5g