LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველებო! ვიცით გარკვეული ალბათობით, სად შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ როდის, არ ვიცით!” – რა მიმართვას ავრცელებს სეისმოლოგი

535
BeFunky-collage - 2023-02-08T214558.032

მიწისძვრის პროგნოზი ვერ კეთდება, – აღნიშნულის შესახებ სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართველებს მიმართავს.

სეისმოლოგი მოგვიწოდებს ჭორებს არ ავყვეთ.

“ქართველებო, დებო და ძმებო! მიწისძვრის პროგნოზი ვერ კეთდება. ვიცით სეისმოლოგებმა გარკვეული ალბათობით, სად შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ როდის, არ ვიცით! ნუ აჰყვებით ჭორებს!”, – წერს სეისმოლოგი.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, გავრცელდა ტყუილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგივე შესაძლოა საქართველოშიც მოხდეს.

ცნობისათვის, 4 თებერვლის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში მომხდარი რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 11 000-ს გადააჭარბა.

განახლებული ინფორმაციით,

მიწისძვრას ემსხვერპლა თურქეთის, სულ მცირე, 8 574 მოქალაქე. 2 530 ადამიანი დაიღუპა სირიაში.

ამავე თემაზე: 

„ნანგრევებში მოყოლილი ჩვენი 2 მოქალაქე ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ“ – საქართველოს ელჩი თურქეთში ბოლო ცნობებით

საქართველო თურქეთში მაშველების დამატებით ჯგუფს აგზავნის

თურქეთის საელჩო აქვეყნებს მისამართებს, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრისას დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ

„10 წუთში ერთხელ საშინელი ბიძგებია, ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხალხს გარეთ სძინავს“ – რას აცხადებენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g