LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„10 წუთში ერთხელ საშინელი ბიძგებია, ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხალხს გარეთ სძინავს“ – რას აცხადებენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

194
Untitled design (1)

თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ქალაქებში კვლავ სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამძებრო ოპერაცია გრძელდება გაზიანთეფშიც, სადაც როგორც ირკვევა საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან.

როგორც ერთ-ერთი ქართველი „მთავარ არხთან“ აცხადებს, ქალაქში ძალიან რთული ვითარებაა, მაშველების რაოდენობა ცოტაა, ბიძგები კი კვლავ გრძელდება:

„გაზიანტეფში ვცხოვრობ, 10 წუთში ერთხელ საშინელი ბიძგებია, ძალიან ცუდი სიტუაციაა, ძალიან.. ჩამონგრეულია ბევრი სახლი, ხალხია შიგნით მოყოლილი, მაშველები არ არიან.

ზოგიერთ უბანში დენი არ არის, გაზიც ხან გაითიშება, ხან მოდის, საჭმლის, პურის, წყლის პრობლემაა, წყალიც გადაიკეტა, ხალხს გარეთ სძინავს, ეშინიათ სახლებში შესვლის, ვერც შევლენ, რადგან, თითქმის ყველა ბინა ავარიული გახდა“, – ამბობს თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე.

„საშინელი ვითარებაა, ამ წუთში გათიშულია დენი და წყალი, თითქმის ყველაფერი გათიშულია.

გადმოცემით, ეძებენ ქართველებს, მგონი, მოძებნილია 8, ერთი გარდაცვლილია. სტამბოლშიც იყო ბიძგები, მაგრამ ისეთი არა.. საგანგებო მდგომარეობაა აქაც გამოცხადებული, სტამბოლი წითელ ზონაშია, ე.ი მიწისძვრა აქაც მოსალოდნელია. რა ვიცი, შიშით ვართ“, – ამბობს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

თურქეთის სამხრეთით მდებარე კიდევ ერთ ქალაქ ისქენდერუმში მყოფი საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ ბიძგები კვლავ გრძელდება:

„გამთენიამდე ისეთი ძლიერი ბიძგები იყო, ალბათ, დაახლოებით, 5, ისე რომ ღია ცის ქვეშაც საკმაოდ იგრძნობოდა. დიდი ქალაქი არაა ისკენდერუმი, სხვა ქალაქებთან შედარებით, მიახლოებით 300 ბინაა დანგრეული.

თუ ვივარაუდებთ იმას, რომ მიწისძვრა გამთენიის 4 საათზე იყო და, სავარაუდოდ, ყველა სახლში იყო, სამწუხაროდ დიდი მსხვერპლი იქნება, ბიძგები ისევ გრძელდება“, – ამბობს მოქალაქე.

ცნობისათვის, 4 თებერვლის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში მომხდარი რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 8 700-ს გადააჭარბა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მიწისძვრების შედეგად დაშავდა 34 810 ადამიანი, განადგურდა 5 775 შენობა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მაშველებმა 8 000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. სტიქიის ზონაში თურქეთის ყველა უწყებიდან 60 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

რაც შეეხება სირიას, ბოლო ცნობებით, სირიაში მსხვერპლის რიცხვი 1 932-მდე გაიზარდა.

საქართველო თურქეთში მაშველების დამატებით ჯგუფს აგზავნის

თურქეთის საელჩო აქვეყნებს მისამართებს, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრისას დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ

„გთხოვთ, დაგვეხმაროთ…ღმერთმა ყველას გვიშველოს” – ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს

mazda magti 5g