ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს და წერს, რომ მისი მეუღლის ახლო ნათესავები ნანგრევებში მოჰყვნენ.
მსახიობმა დახმარებისთვის თურქეთის ხელისუფლებას მიმართა.
“ჩემი ძვირფასი მეუღლის, დიდემ პეტეკაიას ახლო ნათესავები ნანგრევების ქვეშ არიან. ჩვენ იქამდე მისვლას ვერ ვახერხებთ…გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს”, – წერს ერკან პეტეკაია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრებს 7 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თურქეთში კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ვიდეო: სირიაში ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა იმშობიარა – მაშველებმა ჩვილი გადაარჩინეს, დედა დაიღუპა
უკრაინა თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის – განკარგულებას ხელს ვოლოდიმირ ზელენსკი აწერს
მიწისძვრამ ცნობილი თურქი მეკარის, 28 წლის აჰმეთ ეიუპ ტურკასლანის სიცოცხლე იმსხვერპლა