LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულაჩუყებული და ამაყი ვარ ჩემი ხალხით…ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად“ – საქართველოში თურქეთის საელჩოს თანამშრომელი

263
BeFunky-collage - 2023-02-08T224859.915

საქართველოში თურქეთის საელჩოს თანამშრომელი ეკატერინე ახვლედიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ქართველი ხალხით ამაყია, რადგან თურქეთში მიწისძვრისგან დაზარალებულების დასახმარებლად საოცრად აქტიურობენ.

“ვარ გულაჩუყებული და ამაყი ჩემი ხალხით!…გუშინ საელჩომ გააკეთა განცხადება დახმარებასთან დაკავშირებით. დღეს დილიდან ვერ აღგიწერთ რა ხდება… ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად…

ერთმა ქალბატონმა ობოლ ბავშვებს შევიფარებო, შემოგვთავაზა (სხვათაშორის, მეც ვფიქრობდი ამას). მოაქვთ დახმარება ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა.

ერთმა 80 წელს გადაცილებულმა მოხუცმა აბრეშუმისპირიანი ძვირფასი მატყლის საბნები მოიტანა, ჩემი ცოლის შეკერილია და იქ უფრო სჭირდებათ, ვიდრე ჩვენო.

რამდენიმე საათში გაივსო ის ტერიტორია, რომელიც გამოვყავით დახმარების დასაწყობად. ერთი სიტყვით, ემოციისგან დილიდან ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი.

P. S. ამ ტიპის პოსტები ყოველთვის გაზვიადებული მეგონა, თურმე როგორ ვცდებოდი!”, – წერს ეკატერინე ახვლედიანი.

ცნობისათვის, 4 თებერვლის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში მომხდარი რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 11 000-ს გადააჭარბა.

განახლებული ინფორმაციით,

მიწისძვრას ემსხვერპლა თურქეთის, სულ მცირე, 8 574 მოქალაქე. 2 530 ადამიანი დაიღუპა სირიაში.

ამავე თემაზე: 

„ქართველებო! ვიცით გარკვეული ალბათობით, სად შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ როდის, არ ვიცით!” – რა მიმართვას ავრცელებს სეისმოლოგი

„ნანგრევებში მოყოლილი ჩვენი 2 მოქალაქე ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ“ – საქართველოს ელჩი თურქეთში ბოლო ცნობებით

საქართველო თურქეთში მაშველების დამატებით ჯგუფს აგზავნის

თურქეთის საელჩო აქვეყნებს მისამართებს, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრისას დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ

„10 წუთში ერთხელ საშინელი ბიძგებია, ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხალხს გარეთ სძინავს“ – რას აცხადებენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

mazda magti 5g