LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, ევროკავშირის წლიურ ანგარიშში შესწორებების ინიცირება გავაკეთე – ანა ფოტიგა

59
ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, ევროკავშირი საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში შესწორებების ინიცირება გააკეთა.

ფოტიგა ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და აღნიშნავს, რომ ის მტკიცედ უჭერს მხარს ქართველების ბრძოლას თავისუფლებისთვის:

“როგორც საქართველო დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს, შესწორებების ინიცირება გავაკეთე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში.

მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის.” – წერს ფოტიგა და აქვე შესწორების ტექსტს აქვეყნებს.

ტექსტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი საოკუპაციო ძალების ქმედებებს გმობს.

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს მისი ტერიტორიების რუსულ ოკუპაციას; რუსეთს შეახსენებს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც გაფორმებულია ევროკავშირის შუამავლობით და საფრანგეთის თავმჯდომარეობით, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე.

ევროკავშირი მხარს უჭერს პირობითობის დანერგვას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პუნქტებს შეასრულებს;

მოუწოდებს რუსეთს, იმოქმედოს კონსტრუქციულად და ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიებს წინსვლის საშუალება მისცეს;

ევროკავშირი გმობს საოკუპაციო ძალების მიერ პროვოკაციებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, მკვლელობას, უკანონო დაკავებებს და მუდმივ ბორდერიზაციას”, – წერია ანა ფოტიგას მიერ გავრცელებულ შესწორების ტექსტში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები