LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი სასულიერო პირი აიცრა

164
182321518-460860025136368-1556206273696284435-n

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავა პირველი სასულიერო პირია, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა. მან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.

ინფექციურ საავადმყოფოში ვაქცინის გაკეთების შემდეგ მოძღვარმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ცხოვრების ჩვეული რეჟიმში დასაბრუნებლად აუცილებელია.

„ქვეყნის ეკონომიკა მეტს ვეღარ გაუძლებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ქვეყანაზე. ბავშვები ვეღარ დადიან სკოლაში, სპორტზე და ა.შ. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ვაქცინაცია, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულებრივ კალაპოტს.

 

 

ჩვენს ქვეყანაში იმუშავა შავრაზმულმა პროპაგანდამ, რომელიც საიდან მოდის ჩვენ კარგად ვიცით, რადგან ჩვენი ქვეყნის წინსვლა არ უნდათ. რამდენიმე სასულიერო პირი, ეპისკოპოსიც კი გარდაიცვალა ამ დაავადებით. ჩვენ შეზღუდული ვართ ჩვენ ქმედებებში და როდემდე ვიყოთ ასე.

კოვიდვაქცინირებულებისთვის გარკვეული შეზღუდვები უნდა მოიხსნას და ეს ადამიანებისთვის გარკვეული ბიძგი იქნება“. – აღნიშნა მოძღვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g