საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების 22 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 539-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 178-მდე გაიზრდა. ქვეყანაში კორონავირუსმა 6 ასაკოვანი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5256 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.