LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ „ტოცილიზუმაბი“ ეფექტურად გამოიყენეს

1319
1089554888

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი „კოვიდ-19“-ის დროს „ტოცილიზუმაბის“ წარმატებული გამოყენების შემთხვევაზე ინფორმაციას ავრცელებს.

სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება კლინიკური კვლევები COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტის დასადგენად. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იმედისმომცემია “ტოცილიზუმაბი”, რომელიც წარმოადგენს მონოკლონურ ანტისხეულებს IL-6-ის მიმართ და შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ე.წ. „ციტოკინურ შტორმზე“, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს COVID-19-ის პათოგენეზში და ამ გზით გააუმჯობესოს დაავადების გამოსავალი.

“ტოცილიზუმაბი” ძლიერმოქმედი პრეპარატია, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები და შეზღუდვები და მისი არასწორი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა. ამიტომ ტოცილიზუმაბის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით პაციენტებში, როდესაც სხვა მედიკამენტებით მკურნალობა ნაკლებეფექტიანია. ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი დონის კლინიკებში, გამოცდილი სპეციალისტების გადაწყვეტილებით და მეთვალყურეობით.

აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა ტოცილიზუმაბის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ ტოცილიზუმაბი შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით”,-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები