LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთი შემთხვევა დადასტურდა

218
ing

საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს:

“ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა “მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა.

პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას”, – აღნიშნულია NCDC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პასუხი დღეს იქნება, მისი მდგომარეობა იყო მსუბუქი და ახლა უკვე გაწერილია: გამყრელიძე მაიმუნის ყვავილის საეჭვო შემთხვევაზე

პოპულალურები