LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში „მაკდონალდსის” პურ-ფუნთუშეულის საწარმო იხსნება

257
Forbes-WEB-24-770x540

„მაკდონალდს საქართველოს“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო – „ბრედფილდი“ იხსნება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 26 მლნ ლარია. „ბრედფილდი“ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და გეგმავს, მაღალი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს როგორც „მაკდონალდსის“ რეგიონული ქსელისთვის, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლისთვის.

საწარმოში, რომელიც საქართველოში პურის ცხობის ახალ სტანდარტებს აწესებს, დასაწყისისთვის – 30, უახლოეს მომავალში, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება.

საწარმო ერთგვარი რეგიონული ჰაბი გახდება. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად „მაკდონალდსი“ ევროპიდან ფუნთუშების იმპორტისთვის თანხას გამოყოფდა, ახლა ეს თანხა ადგილობრივ ბაზარზე დარჩება. 2022 წლიდან კი „ბრედფილდში“ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებშიც გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები