LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი იმყოფებოდა

52
Untitled design (2)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრ ჯეიმს ჰიპის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობაზე თავდაცვის სფეროში. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანა.

“საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად აგრძელებს თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებას, რათა თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”,  – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. ასევე ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის აუცილებლობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები